აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი მიიღებს ახალ თანამდებობას და გაფართოებულ უფლებამოსილებებს. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, კირბი ახალ თანამდებობას - თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლისა და პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობას მიიღებს.
წყაროს თქმით, კირბი პასუხისმგებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების კომუნიკაციების კოორდინაციაზე სხვადასხვა უწყებებში.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უფროსმა მრჩეველმა ანიტა დანმა აღნიშნა, რომ კირბის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მაღალი დონის ათწლეულის გამოცდილება და მისი მკაფიო სტრატეგიული ხედვა მას ამ გუნდის ძალიან ღირებულ კომუნიკატორად და მრჩეველად აქცევს.