ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მზადაა და შეუძლია დაიცვას ყველა მოკავშირე აგრესიის შემთხვევაში და ნატო-ს ქვეყანაზე ნებისმიერი თავდასხმა მიიღებს ერთიან და ძლიერ პასუხს.
„ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას და ზრდის რისკებს ამერიკელი და ევროპელი სამხედროებისთვის.
იმედი მაქვს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს {აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში}, შეერთებული შტატები დარჩება ნატო-ს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ“.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტრამპის სიტყვებს უპასუხისმგებლო უწოდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ექპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის დროს ნატო-ელ მოკავშირეებს ემუქრებოდა, რომ წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ერთ-ერთ მათგანს, თუ ის ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებს არ შეასრულებდა.