თეთრ სახლში გამოეხმაურნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც გაიხსენა, როგორ ემქურებოდა ნატოე-ლ მოკავშირეებს, რომ წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ალიანსის ერთ-ერთ ქვეყანას, თუ ის ნატოს-წინაშე ფინანსურ ვალდებულებას არ შეასრულებდა.
„სისხლიანი რეჟიმების მიერ ჩვენი უახლოესი მოკავშირეების ქვეყნებში შეჭრის წახალისება შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია. ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს შიდა ეკონომიკას“, -განაცხადათეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ენდრიუ ბეითსმა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს „ნატო ახლა ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რაც კი ოდესმე ყოფილა“.
შეგახსენებთ, აშშ-ის ექპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის დროს ნატო-ელ მოკავშირეებს ემუქრებოდა, რომ წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ერთ-ერთ მათგანს, თუ ის ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებს არ შეასრულებდა.