აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის დროს ნატო-ელ მოკავშირეებს ემუქრებოდა, რომ წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ერთ-ერთ მათგანს, თუ ის ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებს არ შეასრულებდა. იუწყება BBC.
ტრამპის თქმით, ერთ-ერთ ლიდერს მან ერთხელ განუცხადა, რომ ის არ დაიცავს იმ ქვეყანას, რომელიც არ გადაიხდის გადასახადებს.
ტრამპის თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ლიდერმა იკითხა, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყანა გადასახადებს არ გადაიხდიდა და რუსეთის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არ გადაიხადე? დამნაშავე ხარ?“ მან თქვა: „დიახ, მოდით, ვთქვათ, რომ ასე მოხდა“, რაზეც ვუპასუხე: „არა, მე არ დაგიცავ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ამის გამო ნატო-ს წევრებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა უფრო მოსწონდათ, რადგან ის ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებს არაფერს სთხოვდა.
„ {ობამას}არაფერი უთხოვია. მსოფლიოს სულელ ქვეყანას ვგავდით. ჩვენ აღარ ვიქნებით მსოფლიოს სულელური ქვეყანა“, – თქვა ტრამპმა.