აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იოლი გამარჯვება მოიპოვა ნევადის შტატის კოკუსში (შიდაპარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე) და აგრძელებს წინსვლას რესპუბლიკელებისგან პრეზიდენტობის კანდიდატად იფიციალურად წამოყენებისკენ.
აიოვასა და ნიუ ჰემფშირში მიღწეული წარმატებების შემდეგ ტრამპის მესამე გამარჯვება, დაეხმარება მას გააძლიეროს კონტროლი პარტიის პროცედურებზე.
მან ასევე გაიმარჯვა კოკუსში ვირჯინიის კუნძულებზე.
Associated Press-ის ცნობით, ნევადაში ტრამპმა ხმების 98 პროცენტი მიიღო.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების გზა ნევადაზე გაივლის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ნევადის შესანიშნავ ხალხს. თუ ამ შტატს მოვიგებთ, ნოემბრის არჩევნებში ადვილად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ტრამპმა.