სახელგანთქმული იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოძავა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იაპონული მედიის ინფორმაციით, დირიჟორი ტოკიოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როგორც იუწყებიან, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ოძავა დაიბადა 1935 წელს ჩინეთში, მანჯურიის რეგიონში, როცა ის იაპონიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.
მუსიკით დაინტერესება მან ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. ტოკის მუსიკალური აკადემია ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა, თუმცა თითების დაზიანების გამო, პიანისტის კარიერაზე უარის თქმა მოუწია.
დირიჟორმა პირველი პრესტიჟული ჯილდო და აღიარება 1959 წელს მოიპოვა, როდესაც საფრანგეთში, დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
საერთაშორისოდ აღიარებული მაესტრო სათავეში ედგა ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრს სამი ათული წლის განმავლობაში, 1973 წლიდან 2002 წლამდე. ოძავას დირიჟორობისას ბოსტონის სიმფონიური ორკესტრი გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ბიუჯეტის მქონე. ორკესტრის შემოსავლები გაიზარდა 10 მილიონიდან 200 მილიონამდე.
2002 წლიდან 2010 წლამდე იყო ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი.
ბოლო წლებში დირიჟორი იაპონიაში მოღვაწეობდა. ის იყო დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი სეიჯი ოძავა მაცუმოტოს ფესტივალისა.
სეიჯი ოძავამ და Saito Kinen-ის ორკესტრმა მოიპოვეს გრემი საუკეთესო საოპერო ჩანაწერისთვის. მათ 2016 წელს ჩაწერეს მორის რაველის ოპერა L’Enfant et Les Sortileges.