საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია მადლობას უხდის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობაძის წარდგენისთვის.
ოდიშარიამ წარმატება უსურვა ირაკლი კობახიძეს მომავალ საქმიანობაში.
"პირველ რიგში, გულწრფელი მადლიერება უნდა გამოვხატო და იმედი, რომელიც დაკავშირებულია მისსავე დაფუძნებულ პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის 41 000-ზე მეტი ნამდვილი წევრისა და მილიონზე მეტი მხარდამჭერისთვის. მადლობა მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისთვის", - თქვა ოდიშარიამ.