საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
"ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს.
არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.