საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში წარადგინეს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედლები.
ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შეიცავს ეიფელის კოშკიდან აღებულ ლითონის ფრაგმენტებს.
ეიფელის კოშკზე სარემონტო სამუშაოები მე-20 საუკუნეში ჩაუტარდა. სწორედ მაშინ საკულტო ნაგებობიდან აიღეს მეტალის ელემენტები და ამ დრომდე საგულდაგულოდ ინახავდნენ.
მედლის უკანა მხარეს გამოსახული ბერძნული მითოლოგიის გამარჯვების ქალღმერთი ნიკეა, ათენის აკროპოლისის ფონზე. ასევე ეიფელის კოშკი.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.