საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ახალი ინიციატივების დანერგვას და კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. სერვისი, რომელსაც საქართველოს ბანკი ბიზნესებს განახლებული პირობებით სთავაზობს, უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიაა. ეს სერვისი იმ ბიზნესებისთვისა განკუთვნილი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ.
რა არის სატენდერო გარანტია?
სატენდერო გარანტია აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. რადგან დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, ანაზღაურებს წინასწარ განსაზღვრული მოცულობის ზარალს და ტენდერის გამომცხადებელ ორგანოს კომპენსაციას უხდის.
როგორ გამარტივდა მისი მოთხოვნა?
სატენდერო გარანტიის მიღება აქამდე რამდენიმე პროცესთან იყო დაკავშირებული. მის მისაღებად ბანკში ვიზიტი, დოკუმენტაციის წარდგენა, განაცხადის განხილვა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო საჭირო.
ამიერიდან კი საქართველოს ბანკში ეს პროცესი სრულად გაციფრულდა და უზრუნველყოფის გარეშე, 15 000 ლარის ფარგლებში გარანტიის მიღება სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკშია შესაძლებელი.
შემცირდა დოკუმენტის მიღების ვადებიც - ახლა პროცესი ავტომატიზებულია და გარანტიის დამტკიცებას სამუშაო დღეებში სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება.
როგორია განახლებული პირობები?
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკში გარანტიის ციფრულად მიღებისას განახევრებული საკომისიო მოქმედებს. გარანტიის ლიმიტი კი 15 000 ლარამდეა.
• თუ თანხა 5000 ლარი ან ნაკლებია, ფიქსირებული საკომისიო 50 ლარია (100-ს ნაცვლად);
• თუ თანხა 5000-დან 10 000 ლარამდეა, ფიქსირებული საკომისიო 100 ლარია (200-ის ნაცვლად);
• თუ თანხა 10 000-დან 15 000 ლარამდეა, ფიქსირებული საკომისიო 125 ლარია (250-ის ნაცვლად).
აღსანიშნავია, რომ სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის.
სატენდერო გარანტიის მოთხოვნა მარტივად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შეგიძლიათ, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, შეგიძლიათ გახსნათ ონლაინ.