თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მშვიდად, აუღელვებლად ზის და გვადევნებს თვალყურს, შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„ახლა ტელეფონში ვუყურებდი კადრებს, უზარმაზარი მიწის მასა როგორ მოძრაობს მთიან აჭარაში, როგორ დაიძრა. მართალია, ჯერ თქვენ არჩეული არ ხართ, რამდენიმე საათში გახდებით პრემიერ-მინისტრი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დაგიჭერთ მხარს, ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შესდგომიხართ მოვალეობის შესრულებას, პირველი თქვენს ადგილას ახლავე რასაც გავაკეთებდი, ახლავე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მშვიდად, აუღელვებლად, წყნარად რომ ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში და ადგილზე გაუწიოს კოორდინაცია იმ სამუშაოებს, რაც აუცილებელია, რომ რამე მსხვერპლი არ გამოიწვიოს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.