თეთრი სახლი ფოკუსირებულია უკრაინის დახმარების პაკეტზე, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, - თქვა ეროვნული უსაფთრხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა და დასძინა, რომ გეგმა "ბ" არ არსებობს.
"ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია და მაინც გავუწევთ დახმარებას უკრინას", - თქვა სალივანმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, სალივანმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენებაზე.
მისი თქმით, ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა და აშშ ამაში ჩარევას არ აპირებს.
"მე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ის მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე უკრაინის სამხედრო ძალების, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებს უკრაინელებს მივანდობთ. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან", – განაცხადა სალივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონგრესმა დადებითად გადაწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება უახლოეს მომავალში. მან დასძინა, რომ ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და ეს ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა", - თქვა სტოლტენბერგმა.
იმავდროულად, უკრაინამ მოუწოდა ევროკავშირს გადაუდებელი ნაბიჯები გადადგას საარტილერიო ჭურვების მიწოდების გასაზრდელად, რაც კიევის თქმით, განსაკუთრებით აუცილებელია ფრონტის ხაზის დასაცავად.