მე ნამდვილად მინდა უფრო მეტი ქართველი მოგზაურობდეს აშშ-ში და ჰქონდეთ ვიზა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის, მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია.
"მე ნამდვილად მინდა უფრო მეტი ქართველი მოგზაურობდეს აშშ-ში და ჰქონდეთ ვიზა. მე ზოგადად ვისაუბრებ უვიზო მიმოსვლაზე, ამისთვის არსებობს ძალიან ტექნიკური მოთხოვნები, რომ ქვეყანამ მიიღოს უვიზო რეჟიმი.
ევროკავშირის უმეტეს ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, ამიტომ, ამას დავუკავშირებ საქართელოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, რამდენად სარგებლიანია ევროკავშირში გაწევრიანება, უკეთესი სამუშაო ადგილები, უკეთესი პენსიები და ასევე მოგზაურობაც უფრო მარტივი ხდება.
ვფიქრობ, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია“, - აცხადებს დანიგანი.