რუსეთი, სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში ნატო-ს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ჩვეულებრივი საშუალებებით, ამიტომ მას მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს პოლიტიკოსები და დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები აქტიურად ითხოვენ რუსეთთან ომისთვის მზადებას, თუმცა მოსკოვში „არაერთხელ უსაუბრიათ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან კონფლიქტის გეგმების არარსებობაზე. ”
მედვედევმა ამას "საშიში ლაყბობა" უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი ომი დაიწყება, ის არ გაყვება იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა აირჩია უკრაინისთვის, ანუ "არ იბრძოლებენ სანგრებში არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონებისა და თვითმფრინავების გამოყენებით.”
მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატო არის უზარმაზარი სამხედრო ბლოკი, რომლის საერთო მოსახლეობა 1 მილიარდი ადამიანია და სამხედრო ბიუჯეტი 1,5 ტრილიონი დოლარია.
„ამიტომ, ჩვენს სამხედრო პოტენციალთან შეუსაბამობის გამო, ჩვენ უბრალოდ არჩევანი არ გვექნება. პასუხი ასიმეტრიული იქნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოყენებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები სპეციალური ქობინით. და ეს არის სორედ ის ძალიან ცნობილი აპოკალიფსი, ყველაფრის დასასრული“, - განაცხადა მედვედევმა.