უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს სთხოვა, რომ ევროკავშირმა უზრუნველყოს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
"მე მაქვს პატივი, კვლავ შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის. მან ითხოვა დამატებითი საბრძოლო მასალა, დრონები და საჰაერო თავდაცვის სისტემები", - თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის მეტი სამხედრო ტექნიკის მობილიზება.
”ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ”, - თქვა ბორელმა.
უკრაინაში ვიზიტისას ბორელმა კმაყოფილება გამოთქვა უკრაინის შესაძლებლობებით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში და თქვა, რომ უკრაინა არ საჭიროებს დრონებით დახმარება.
ბორელი კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტისას მან ისაუბრა პოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობაზე, რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიული მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების აუცილებლობაზე.
ბორელი მოელის, რომ ევროკავშირი 2024 წლის ბოლომდე უკრაინას 1,155 მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებას შეძლებს.