ველური ბუნების ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year "ხალხის რჩეულის" კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო გამოვლინდა.
კონკურსის გამარჯვებული გახდა ბრიტანელი მოყვარული ფოტოგრაფის, ნიმა სარიხანის ფოტო "ყინულის საწოლი".
ფოტოზე გამოსახულია თეთრი პოლარული დათვი, რომელიც ყინულის ნატეხზეა მოკალათებული. სარიხანმა ფოტო ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე, 3-დღიანი მცდელობის შემდეგ გადაიღო.
ფინალში ასევე მოხვდა 4 სხვა ფოტო, რომელმაც მაღალი მოწონება დაიმსახურა.
"ბედნიერი კუ" - ფოტოგრაფი Tzahi Finkelstein, ისრაელი
"შოშიების მურმურაცია" - ფოტოგრაფი Daniel Dencescu, გერმანია/რუმინეთი
"გაზიარებული მშობლობა" - ფოტოგრაფი Mark Boyd, კენია
Aurora Jellies - ფოტოგრაფი Audun Rikardsen, ნორვეგია