ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდა.
ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას.
ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ნატა ფერაძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ საჩივარი არ მიიღო.