"ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ, ევროკომისიას მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით შუალედური მოხსენება უნდა მოემზადებინა, თუმცა ანგარიშის წარდგენა გადაიდო.
სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ილია დარჩიაშვილისთვის კითხვის დასმისას თქვა, რომ აღნიშნული ანგარიშის წარდგენა იგეგმება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.
"გასული წლის შემოდგომაზე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, მე დამიდასტურა ევროკომისიამ, რომ მარტში იქნებოდა შუალედური მოხსენება საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ. სამწუხაროდ, ახლა აღმოჩნდა, რომ მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, პროგრესთან დაკავშირებით იქნება ანგარიში, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. განმარტება რომ გავაკეთო საზოგადოებისთვის, არჩევნებამდე ევროკავშირი აპაუზებს ფაქტობრივად გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების პროცესში რაიმე პროგრესს.", - თქვა სალომე სამადაშვილმა.