"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ნაკლებად საინტერესოა ირაკლი კობახიძის ცოლი დარჩება თუ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, რადგან ოპოზიციონერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს.
„ნაკლებად მაინტერესებს კობახიძის ცოლი დარჩება თუ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, იმიტომ, რომ როდესაც დასავლეთის მოძულე, გავრილოვის ჩამომყვანი, სიძლვილის ენით მოსაუბრე ადამიანი ხდება ამ ქვეყნის პრემიერი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა და არა იმიტომ, რომ მას თუნდაც, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი უჭერს მხარს, მე მგონი გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს ირაკლი კობახიძის კანდიდატურას, ვიდრე ის, თუ მისი ცოლი სად მუშაობს", - განაცხადა სადამაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ცოლი ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს.
"არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონდმებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას", - თქვა კობახიძემ.
ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს", რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია.