პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მოხსენებას.
"დღევანდელ დღეს, ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რამდენიმეჯერ "გააწნა სილა" ხელისუფლებას, გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველას - კარგია, კი ბატონო მუდამ ძალა ერთობაზე-გაერთიანებაზე ვსაუბრობ და მოვუწოდებ 2 პროცენტიან პარტიებს გადადონ ამბიციები ქვეყნის გადასარჩენად და ნაბიჯს გადადგმულს იმედია იქიდანაც პრეზიდენტისგანაც გადმოდგმული ნაბიჯი მოჰყვება მოქმედებაში ასახული, პრეზიდენტმა ისაუბრა ელიტარულ კორუფციაზე მათ მომძლავრებულ "მადაზე", კასტად ჩამოყალიბდითო უთხრა ხელისუფლებას, ეს სასამართლო "მურუსიძე -ჩინჩალაძის" კატასტროფააო….. დიახ ასეა და, რადგან ეს ყველაფერი ასეა სწორედ ახლა იქნება დიდი ამნისტია საჭირო, ეს ბერკეტი მას აქვს, რასაც მუდამ ვამბობ და გახსოვთ პროექტიც შევიტანეთ პარტია "კანონმა და სამართალმა" ერთი წლის (ცოტა მეტი) წინ, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ გვინდა დასავლური ტიპის არაკორუფციული, არაკლანური სასამართლო და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო -სივრცე!", - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.