"გამარჯვების კოალიციამ" მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა შესთავაზა, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი "ტვ პირველის" ეთერში.
"ჩვენ გვყავს ტოტალიტარული რეჟიმი ქვეყანაში, რომლისთვისაც კანონი, კონსტიტუცია, საერთაშორისო პარტნიორების მიწოდება მიუღებელია. ისინი ასრულებენ რუსულ დავალებას. პუტინი რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული მიხეილ სააკაშვილის მიმართებით. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები და ჩაუდგეს ამ ბრძოლას სათავეში. ამიტომ გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა. ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელოს პოლიტიკური კონსულტაციები", - ამბობს ბეჟაშვილი.