„ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკუთარ თავთან ყველაზე დიდი პრეტენზია და ვართ ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები" - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
"რაც შეეხება იმას თუ რას ვაპირებთ ამაზე მემგონი ვრცლად ვისაუბრე. თუ დამატებითი კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიპასუხებთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არასოდეს ვეძლევით თვითკმაყოფილებას და ყოველ დღე ვცდილობთ, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეული ჩვენი მოქმედებიდან. რა თქმა უნდა ეს პროგრამაც ცვალებადია გამომდინარე იმ საჭიროებებიდან რაც ამ პროცესებში წარმოიშვება", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.