ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის შეკითხვები ფაქტებს აცდენილი იყო და როგორც ჩანს, მათ ნაწილს მხოლოდ სპეკულაციები აინტერესებს.
„ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი. მე ვსაუბრობდი ფაქტებით. როგორც ჩანს, ოპოზიციაში უმრავლესობას, ყველას არ ეხება, არ აინტერესებს არც დიდი სპორტული ასპარეზობები, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში, არც ლევილის რეაბილიტაცია, არც ათეულობით ძეგლის რეაბილიტაცია , არც კულტურის სახლები აინტერესებთ, არც თეატრები, არაფერი მათ არ აინტერესებთ, არც ევროპალიას ფესტივალი, არც ფიროსმანი და საერთოდ არაფერი. მათ აინტერესებთ კვლავ და კვლავ სპეკულაციები, ინტრიგა. მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს. ეს არის ჩემი ზოგადი შეფასება პირველ ნაწილთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.