"წულუკიანი არ უნდა იყოს მინისტრი" - პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.
ხელოვანები მოუწოდებენ დეპუტატებს, კულტურის მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ.
დღეს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის თეა წულუკიანს უსმენენ.