სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დღეს არცერთი კითხვა დასმულა. ეს მეტყველებს, რომ სალაპარაკო არავის არაფერი აქვს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიძულვილით არიან შეპყრობილნი ყველას მიმართ, ვინც მათ 2012 წელს ხმა არ მისცა და ჩამოაშორა ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოში ადამიანის ღირსების გასათელად იყენებდნენ. ვფიქრობ, ყველა კითხვაზე გაიცა ამომწურავი პასუხი და ყველა სამინისტრომ საკმაოდ დეტალური მოხსენება წარმოადგინა იმ საქმიანობაზე, რომელიც 2024 წელს განხორციელდება.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა. გარკვეულწილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომ ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს მეტყველებს, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო კორექტული და ამ საკითხზე არავის არაფერი აქვს სალაპარაკო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.