ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინელებს რუსეთში 14 კგ ასაფეთქებელი მოწყობილობა დარიალის გამშვები პუნქტიდან გადაჰქონდათ.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, ევროპული საქართველო ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ცხადია, რომ ნებისმიერი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა საქართველოში უკანონო ქმედებაა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს.
„რაზეც არ ახდენს რეაგირებას ამ ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურები, არის ის, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთის არცერთი ჯაშუში ან ადამიანი, რომელიც საქართველოს წინაამღდეგ მტრულ საქმიანობაშია ჩართული, არ გამოუვლენია“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.