ნელი სიკვდილი აქვს მისჯილი, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ აფასებს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას სრულად ენდობა, თუმცა ვერ ხედავს პერსპექტივას, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ კლინიკაში სრულად განიკურნება.
“დღეში ორჯერ დავდივარ და ყოველთვის ერთ მდგომარეობაში მხვდება. არის სუსტად. ყველაფერი, რაც წერია იქ (ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაში) სწორია, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ წელიწადი და 9 თვეა ადამიანი აი, აქ, "ვივა-მედშია" მოთავსებული, სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება და არავითარი ნიშნები საიმისო, რომ განიკურნება ეს ადამანი, არ ჩანს ჯერ-ჯერობით. დასკვნა ის არის, რაც არის სინამდვილეში. მე ვენდობი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან ის ექიმები, რომლებიც დადიან, რა თქმა უნდა, სანდოა ეს ყველაფერი, მაგრამ არ არის ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ეს ადამიანი აქ მორჩეს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ნელი სიკვდილი აქვს მას მისჯილი“, - თქვა გიული ალსანიამ.