კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსები მაღალი ინტენსივობის შეტევას ახორციელებენ და ახდენენ რეზერვების მობილიზებას. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„მოვინახულე სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვას უზრუნველყოფენ.
ოპერატიული ვითარება კვლავ დაძაბულია. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ყველა მონაკვეთზე. მტერი აგრძელებს მაღალი ინტენსივობის შეტევით ოპერაციებს და მუდმივად ახდნენ ახალი რეზერვების მობილიზებას“, - განაცხადა სირსკიმ.