„ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლეთში ყველა გონიერ ადამიანს ეს ესმის. მაგრამ თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, მყისიერად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - დიდ ომს,– ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ნატო მასშტაბური სამხედრო წვრთნებით ცეცხლს ეთამაშება.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ წვრთნების ზოგიერთი ეტაპი ჩატარდება „ყველაზე სასტიკ რუსოფობიურ და ყველაზე ამაზრზენ“ სახელმწიფოებში, როგორიცაა პოლონეთი, ლატვია, ლიეტვა და ესტონეთი.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნები ჩატარდება „რუსეთის საზღვრებთან ახლოს“ და ირწმუნება, რომ ეს არ კეთდება ნატო-ს თავდაცვის გეგმების შესამუშავებლად, არამედ რუსეთისთვის დამუქრების მიზნით.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბლოკის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლეთში ყველა გონიერ ადამიანს ეს ესმის. მაგრამ თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, მყისიერად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, დიდ ომს, რომელსაც ნატო ვერ აიცილებს თავიდან. იგივე მოხდება, თუ ნატო-ს რომელიმე ქვეყანა დაუთმობს თავის აეროდრომებს ბანდერელებს ან ჯარებს ნეონაცისტებსთან განათავსებს. ისინი აუცილებლად გახდებიან ლეგიტიმური სამიზნე ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და უმოწყალოდ განადგურდებიან, როგორც მტრები“, - აღნიშნა მედვედევმა.