სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო საინტერესო იქნებოდა, პოლარიზაციის დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი რომ გადაედგა, ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ პარლამენტში 6 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, გააკეთოს ქვეყნისთვის.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, ალბათ, შინაარსიანი და უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ის გადადგამდა ყველაზე დიდ ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ - ესაა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და მისი გათავისუფლება. დავესწრებით, მოვუსმენთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს და შეუძლია გააკეთოს ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი უკვე წლებია პოლიტიკური დევნის ობიექტია. ასევე ის არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ობიექტი,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.