თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას.
ნატა ფერაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.