ჩვენი დღევანდელი უპრეცედენტო რეიტინგი, აღარც ვლაპარაკობ ციფრებზე, ჩვენ თვითონ გვეუხერხულება იმხელა ციფრებზეა ასული ჩვენი რეიტინგი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის "ტყუილზე დაფუძნებული" მესიჯბოქსის ხალხს არ სჯერა და სწორედ ამაზე მეტყველებს მმართველი გუნდის უპრეცედენტო რეიტინგი.
"ქართველმა ხალხმა მოღალატის ცნობაც იცის და ბოროტისა და კეთილის გარჩევაც იცის... მათ ქართველ ხალხზე სწორი წარმოდგენა არ აქვთ... ხალხის ფართო მასა ამაზე [ტყუილზე დაფუძნებულ მესიჯბოქსზე] არ წამოგყვება, მათი ეს ყალბი ნარატივები პიარული შედეგს ვერ გამოიღებს და ამაზე მეტყველებს ჩვენი დღევანდელი უპრეცედენტო რეიტინგი, აღარც ვლაპარაკობ ციფრებზე, ჩვენ თვითონ გვეუხერხულება იმხელა ციფრებზეა ასული ჩვენი რეიტინგი. წარმოუდგენელია, რომ ამდენი წლის თავზე მმართველ გუნდს ამხელა რეიტინგი ჰქონდეს", - თქვა მდინარაძემ.