"ქართული ოცნების" კონსულტანტი, მოშე იქნება თუ ვინმე სხვა, მთავარი კონსულტანტი, რუსეთის "ეფ ეს ბე" უცვლელი დარჩება" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" პიარ-სპეციალისტთან, მოშე კლუგჰაფტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ანა ნაცვლიშივილი თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას ესეც არ უშველის, რადგან ხალხის დაკვეთა ხელისუფლების ცვლილებაა.
„სხვა კონსულტანტებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი კონსულტანტი "ეფ ეს ბე"-ს სახით მათთვის უცვლელი რჩება, თუმცა ახლა არც ეს უშველით, იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვთ შიგნით და ქვეყანაშიც იმდენად აშკარაა, რომ ხელისუფლების შიგნით გადაადგილებები საზოგადოების დაკვეთა არ არის. საზოგადოების დაკვეთა, ხელისუფლების ცვლილებაა", - განაცხადა ანა ნაცვლისვილმა.