თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალოდ გამარჯვებისთვის , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ფიქრობს, რომ თანამდებობების, პოზიციების გაცვლა ახალი სისხლის შეტანაა და ესპროცესს კიდევ უფრო დინამიურს გახდის.
ისი თქმით, ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება.
„მათ აქვთ კარგი გამოცდილება მენეჯმენტის, პარტიული მუშაობის კუთხით, მათ აქვთ, როგორც გუნდის შიგნით, ისე ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტი. ვფიქრობ, რომ მათი მენეჯერული, პროფესიონალური უნარები, პატრიოტიზმი ამ ქვეყანას გააძლიერებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალოდ გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა, რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება“, – განაცხადა მდინარაძემ.