„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, იყოს სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები, რომ სიღარიბე არ იყოს ქვეყანაში, არ იცლებოდეს ქვეყანა მოქალაქეებისგან და სწორედ ამ კონტექსტში მთავარი ხაზგასმა უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიისგან იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც ბუნებრივია გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა, ისევე როგორც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ქვეყანამ, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში, ეს 9 ნაბიჯი არის ზუსტად იმის საშუალება, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.