მალაიზიის ტახტზე ახალი მეფე, 65 წლის სულთან იბრამჰიმ ისკანდერი ავიდა.
ახალმა მეფემ ერთგულების ფიცი დადო ეროვნულ სასახელში გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც სამეფო ოჯახების წევრები, პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი და მთავრობის კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
კორონაციის ცერემონია მოგვიანებით გაიმართება.
მალაიზიაში უნიაკლური კონსტიტუციური მონარქიაა. ამ სისტემის მიხედვით, მალაიზიის 9 ეთნიკურად მალაი ლიდერი რიგრიგობით ხდება სამეფო ტახტის მპყრობელი, 5 წლის ვადით. უნიკალური სისტემა 1957 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც მალაიზიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ახალი მეფე აურაცხელ ქონებას ფლობს. იგი ცნობილია თავისი ძვირადღირებული მანქანებისა და მოტოციკლების უდიდესი კოლექციით. მას აქვს ბიზნეს ინტერესები უძრავი ქონებისა და სამთო მოპოვების სექტორებში.
ახალ მონარქს მჭიდრო კავშირები აქვს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვართან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო განამტკიცოს მისი მმართველობა, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის ფონზე.