საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა ქართველ ხალხთან.
„აბა, თქვენ იცით, ერთმანეთს მოუწყვეთ რევოლუციები, დაიყავით, პოპულისტი ვაშაძე დაისვი თავზე. ევროინტეგრაციაში ხელი მოეცარათ – ვერაფერს შვრებიან, დამარცხდნენ ქართველ ხალხთან. აქეთ ეს ბელადიც ვერ დაიხსნეს, რადგან არცერთს არ უნდა თავის ტკივილი, რევოლუციაც არ გამოსდით. და რა ქნეს? მოიფიქრეს, ახლა უკრაინიდან რაც კომპანიები გავიდნენო, არცერთი არ შემოსულა საქართველოშიო. „ბეემვეს“ ცენტრი აქ არის, „მერსედესის“ ცენტრი აქ არის, „ტოიოტა“ აქ არის, მთელი ბრენდები რაც არის, აქ არის, დუბლირებულად ვინ შემოვიდოდა აქ. გიჟია, გეუბნებით და აბოლებს ახლა თავის მრევლს. მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნაო, ვინ ამბობს ამას? ლუზერი ვაშაძე. ახლა ამ გარემოცვით, ლუზერების გაერთიანებით ჩიხუახუა ორი გამოდის.
ბოლოს, მე როგორც მივხვდი, მათმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს „ნაცებზე“, არ გამოდის არაფერი. გვარამიაც გაემიჯნა და ამბობს, რომ „ნაცებთან“ არაო, გეგონება, იდეოლოგი სხვა ჰყავდა ამ წლების განმავლობაში. გვარამია იყო სწორედ მათი იდეოლოგი და რადიკალიზმის ხარისხი რაც ჰქონდათ, იმის წახალისებული და ნარჩევი. ახლა უკვე ამათი პატრონები გადმოინაცვლებენ და გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ, ჩაენაცვლება რადიკალიზმში ჩემს ხაბეს, ჩემი ხაბე გაწირეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.