ტიტანიკია უკვე "ქართული ოცნება", რომელიც განწირაულია ჩასაძირად - აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
"ის, რაც ახლა ხდება მართლაც უპრეცენდენტოა. აი, ნახეთ, მმართველი პარტია 12 წელია მართავს ქვეყანას. რამდენიმე კვირის წინ ჩაატარეს ყრილობა და ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას იღებს და უწევს, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს იყო ცხადი ნიშანი კრიზისის, რომელშიც შესულია მმართველი პარტია და როგორც ჩანს ამ რამდენიმე კვირაში ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში კი არ შეუმსუბუქა ვითარება მმართველ პოლიტიკურ გუნდს, არამედ დაუმძიმა.
ისინი გამოკითხვას ატარებენ ყოველ კვირას, ამიტომ ის, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირაში სახელდახელოდ, მორიგ ჯერზე იწევევენ პარტიის ყრილობას და ცვლიან პრემიერ-მინისტრს, ეს არის იმისი მაჩვენებლი, რომ ტიტანიკია უკვე ქართული ოცნება, რომელიც მიდის ჩაძირვისკენ და ახლა ჩვენ ვხედავ კონვულსიურ მოძრაობებს გემის გადასარჩენად, რომელიც განწირულია ჩასაძირად. ამ გემს ერთადერთი კაპიტანი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი", - თქვა სამადაშვილმა.