საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს მეტი ინვესტიციისთვის უკრაინის დასახმარებლად, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდება.
ამის შესახებ მაკრონმა შვედეთში ვიზიტისას განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება Le Figaro
ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიან პერსპექტივაში და კომპენსაცია გაუწიონ ამერიკის შემცირებულ დახმარებას, თუ ეს მოხდება.
„ჩვენ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები ისე, რომ თუ შეერთებული შტატები სუვერენულ არჩევანს გააკეთებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს, ამან არ უნდა იმოქმედოს ადგილზე არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.