ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თეირანთან ომი არ სურთ. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ არ გვსურს ირანთან ომი, ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი მის რეჟიმთან სამხედრო საშულებით. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია. თავდასხმა {იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე} იყო ესკალაცია და ის მოითხოპვს პასუხს. მე არ გავუსწრებ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანსაც ასევე არ სურს ომი. იუწყება Reuters.
”ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვსურს ომი და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ირანსსურს ომი შეერთებულ შტატებთან”, - თქვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე.