პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ "ოცნებას" ევროკავშირის გზაზე არაფერი გაუკეთებია.
„ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი - კარგ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა”, - განაცხადა "დღის ამბების" ეთერში სალომე სამადაშვილმა.