ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, გახდეს უფრო მდიდარი ადამიანი, სხვა მას არაფერი აინტერესებს და სწორედ ამისთვის ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილამ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენისთვის იყენებს პარტიას, როგორც ინსტრუმენტს.
„ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გახდეს კიდევ უფრო მდიდარი ადამიანი, ეს არის მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი, სხვა არაფერი არ აინტერესებს და ამას ყველაფერს, ცხადია ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის აქვს სწორედ ეს პარტია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აყალბებს, რომელიც ყიდულობს, რომელიც აშინებს სუს-ით, პროკურატურით, ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსებით, რომ ოღონდაც და ძალაუფლება შეინარჩუნონ.“ -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.