ნიუ იორკის სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის ბრალდების საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. იუწყება BBC
აღნიშნული თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა.
იუწყებიან, რომ აღნიშული თანხა ტვჯერ მეტია იმაზე, რასაც კეროლი ითხოვდა.
80 წლის კეროლმა საჩივარი ტრამპის წინააღმდეგ შეიტანა 2019 წლის ნოემბერში იმის გამო, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ხუთი თვით ადრე უარყო 1990-იან წლებში Bergdorf Goodman-ის სავაჭრო ცენტრში, გასახდელ ოთახში მასზე სექსუალური ძალადობა.
ტრამპი აცხადებდა, რომ არასოდროს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი მოიგონა, თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად.
ამის შემდეგ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი.