საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კეთილსინდისიერების ინდექსის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით, ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის რვა წევრსა და ნატო-ს ათ სახელმწიფოს.
„საქართველო კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით, 29-ე ადგილით ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისთვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის რვა წევრსა და ნატო-ს ათ სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.