აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, 2011 წელი არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ამ ციკლის სახელწოდებაა "ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან" და იგი არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით ხასიათდება.
თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელს ზედაპირულად თუ შეხედავთ, უჩვეულოს ვერაფერს შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამ დამალული ბუნების გამო 2011 წელი იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან - მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამდენიმე ნაბიჯში.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2011 (თეთრი ბოცვერის, კატის, კურდღლის) წლის მოვლენები განვითარდება ხელსაყრელი ვარიანტით, მთელი ჰოროსკოპის სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს სხვა, უფრო ოპტიმისტური სცენარით, ვინაიდან უსაფრთხო, სასიკეთო პირობებში ბოცვერი კვლავ იძენს თავდაჯერებულობასა და გაბედულობას. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოგებული დარჩება ყველა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვითარება ხელოვნურის მსგავსი იქნება და თუ 2011 წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ შექმნილი წინააღმდეგობების მოგვარებას, 2012 (დრაკონის) წელი შესაძლოა ერთდროულად მოგვთხოვს ორივე წლის "დავალიანებების" გადახდას. ზოგ შემთხვევაში ამ გადასახადის ფასი შეიძლება ზედმეტად "ძვირიც" გამოდგეს.
თეთრი ბოცვერის წელს ახასიათებს, ერთი მხრივ რთული და დამფრთხობი, ხოლო მეორე მხრივ მარტივი და სადა ანუ გაორებული სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ვერაგულად ითამაშოს ადამიანის სისუსტეებსა და მოლოდინებზე და იქცეს მთელი წლის განმსაზღვრელ ფაქტორად. ამიტომ 2011 წლის სიმბოლოსთვის - ბოცვერისთვის დამახასიათებელი სიფრთხილით, ჯეროვნად უნდა ვაფასებდეთ ყველა შექმნილ სიტუაციას და ვიტოვებდეთ უსაფრთხო გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას.
ბოცვერის წელი შედარებით მშვიდად დაიწყება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანოს იმ გარდაქმნებამდე, რომლებიც გველიან უმოკლეს ხანში. უკვე ზაფხულის დასაწყისში, ჰოროსკოპში პლანეტების კარდინალურად ახალი განლაგების გამო, ბოცვერი შემოგვთავაზებს პირველ სიურპრიზს. წლის ამ პერიოდში სხვა მრავალსახოვან პლანეტარულ ასპექტებთან ერთად, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ იუპიტერისა და ურანის, აგრეთვე პლუტონისა და სატურნის ურთიერთმოქმედება, ნავარაუდებია მთვარის პირველი დაბნელება.
სიტუაციის დაძაბვა შემდგომ უკვე აგვისტოსში გაგრძელდება, როდესაც მარსი და სატურნი სასწორის თანავარსკვლავედში შექმნიან ენერგეტიკულად გაჯერებულ ასპექტს იმ დროს, როდესაც ურანი და სატურნი შექმნიან გადაბმას მთვარის ორბიტის აღმავალი კვანძის მიმართ პლუტონის რთულ ასპექტთან. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოცვერის წლის განმავლობაში, იმ დროს როდესაც სატურნი ურანის მიმართ ქმნის რამდენიმე პრეტენციოზულ ოპოზიციას, ისეთი პლანეტები, როგორიცაა იუპიტერი და ურანი ვითომდა თამაშ-თამაშით იტრიალებენ თევზისა და ვერძის თანავარსკვლავედების გარშემო. მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ 2011 წლის განმავლობაში იუპიტერი როგორც გამადიდებელი მინა, გააძლიერებს ურანისა და სატურნის გავლენას და წლის ბოლოს აღმოჩნდება ჰოროსკოპის ყველაზე ზებუნებრივ ადგილას (თევზის თანავარსკვლავედის უკანასკნელ გრადუსში და ვერძის თანავარსკვლავედის პირველ გრადუსებში). ყველა ამ გარემოს დეკემბერში მივყავართ 2011 წლის კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც დაისმება საბოლოო წერტილი კაცობრიობის დარწმუნებისთვის, რომ მას უკუგზა არ გააჩნია და მხოლოდ წინსვლისკენ გეზი აქვს. წლის ამ პერიოდში 2011 წლის ჰოროსკოპში ემთხვევა კოორდინატების ყველა ნიშნული, რაც მიუთითებს გრანდიოზულ გარდაქმნებზე, რომლებიც მიუხედავად მათი სიცხადისა, საბოლოოდ მაინც მოულოდნელობით აღსავსე იქნებიან.
მარსის (მშვილდოსნის ნიშანთან) და პლუტონის (მთვარის ორბიტასთან) მიმართებაში და ორივე პლანეტის თხის რქისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედების მიმართ განლაგების პირობებში ზამთრის ნაბუნიაობის დღეს მოხდება მთვარის დაბნელება, რაც თავისთავად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.
პარალელი ცვლის პერიოდთან საკმაოდ მკაფიოდ იკითხება, 2011 წლის 21-22 დეკემბერი გარდამტეხი მომენტი გახდება არა მხოლოდ მთელი წლისთვის (დღის ხანგრძლივობის ზრდის დასაწყისი), არამედ გარდატეხის ზღვრულ მომენტად იქცევა მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც ამ დროსთვის იწყებს საკუთარი განვითარების ახალ ფაზაში შესვლას.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ბოცვერის წლის თანხმლებ მოვლენებში ყველაზე დიდ სარგებელს მოიპოვებს უმტკიცესი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც პიკურ სიტუაციაში შესწევს საღი აზროვნებისა და ნეგატიური განწყობების დაძლევის უნარი.