სახელგანთქმული ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც 1925 წლიდან დაკარგულად მიიჩნეოდა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ერთ-ერთ კერძო კოლექციაში აღმოაჩინეს.
ნახატი სახელწოდებით, "ქალბატონი ლიეზერი" (Fraulein Lieser) მხატვრის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია.
ავსტრიული მედიის ცნობით, ნამუშევარი ბოლოს ფართო საზოგადოებაში 1925 წელს ნახეს და ის მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოს საშუალებით იყო ცნობილი ექსპერტებისთვის.
უწინ ნახატი ეკუთვნოდა ლიეზერების ოჯახს, რომლებიც იყვნენ მდიდარი ებრაელი მრეწველები ვენაში.
ვენის აუქციონის სახლი Im Kinsky ნახატის ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.
ნახატს აუქციონზე გასაყიდად 2024 წლის 24 აპრილს გაიტანენ. მანამდე მას გამოფენენ მსოფლიოს სხვადასხვა გალერეებში, მათ შორის ბრიტანეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ჰონგ კონგში.