უკრაინის მთავრობა მუშაობს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტის ორგანიზებაზე. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ სააგენტო Reuters-თან კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.
25 იანვარს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სტეფანიშინამ კომენტარი გააკეთა უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების უჟგოროდში დაგეგმილ შეხვედრაზე და თქვა, რომ ეს შეხვედრა დაკავშირებული იქნება პრემიერ-მინისტრ ორბანის უკრაინაში მომავალი ვიზიტის მომზადებასთან.
ამასთან, შეკითხვაზე ორბანი ჩავა კიევში თუ ვოლოდიმირ ზელენსკი - ბუდაპეშტში, სტეპანიშინამ განაცხადა, რომ მისთვის პრინციპულია უნგრეთის პრემიერი კიევში იხილოს.
როგორც ცნობილია, უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 29 იანვარს უჟგოროდშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვედრის მომზადებას.