„ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით როცა საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის აქტივს გამხნევება სჭირდება, რადგან დასუსტებული პოზიციით არიან.
„„ქართული ოცნება“ საკუთარ წარსულსაც არ სცემს პატივს, რადგან მაშინაც კი, როცა 2016 წელს საუკეთესო პოლიტიკური პერიოდი ჰქონდა, ამ პირობებშიც კი, არჩევნების პროპორციულ ნაწილში მათი მხარდაჭერა 50 პროცენტამდეც არ ასულა. ამ განცხადების რეალური მიზანია, რომ ერთმანეთი და პარტიის აქტივი გაამხნევონ. ჩვენი გუნდი ადამიანური რესურსებით მყარად არის წარმოდგენილი და მათ პერსონალური ურთიერთობა აქვთ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და კარგად ვიცით, რომ, დიახ, მმართველი პარტიის აქტივს გამხნევება სჭირდება, რადგან დასუსტებული პოზიციით არიან. ირაკლი კობახიძის განცხადება პარტიული აქტივის გამხნევებას სჭირდება. როცა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში"