"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში კომენტარი გააკეთა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან ოჯახის გამოსახლების თაობაზე.
"ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ვხედავდით, რომ ესე ზამთარში... ყველაზე მარტივი, სახელმწიფოს რაც შეეძლო გაეკეთებინა, რომ ამ სიცივეში არ ეძგერო და არ ათრიო ეს ხალხი აქეთ-იქით... ამას ხომ არაფერი წინ არ უდგას, დათბეს შე დალოცვილო...
ერთის მხრივ არის ბანკების თავაშვებულობა ერთმნიშვნელობა და მევახშეების... რაღაც დონეზე მოხდა მათი მადის ალაგმვა...
ქვეყანაში ვცხოვრობთ არავის მოგება არა აქვს და ბანკების წლიურ მოგებას შეხედეთ რამხელა აქვთ, პირდაპირ ატყავებენ... კარგად რომ ჩავუჯდეთ, ამ ბანკებს ხელები უნდა დავუმოკლოთ საერთო ჯამში, არ შეიძლება ესე, რომ მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით. საქართველო არის ბანკების მომსახურების სერვისი...
ბანკები უნდა გავწუროთ მაქსიმალურად, რომ ხალხისთვის ნორმალური პირობებით იმუშაონ და არ იყვნენ ორიენტირებულნი გატყავებაზე. არიან ორიენტირებულები, ხშირ შემთხვევაში...
ხომ შეიძლება, რომ დავსხდეთ და ვთქვათ, რომ იცი რა, არც ბანკები უნდა დაინგრნენ და დაზარალდნენ და უბედურ დღეში იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან საჭიროები არიან, მითუმეტეს ეკონომიკისთვის, მაგრამ ისეც არ უნდა იყოს, რომ მე მქონდეს განცდა, რომ ესენი ახლა სადმე შემიტყუებენ და ხელებს გადამიგრიხავენ და გამპარსავენ იმიტომ, რომ ეს ხდება ხოლმე ბევრ შემთხვევაში. ხომ შეიძლება, რომ იმათმაც სარგებელი ნახონ, ცოტა მოზომილი და არ ვუყურებდეთ იმ სცენებს, რასაც ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში", - თქვა ელისაშვილმა.