რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ აშშ-სთან ომი „გარდაუვალია“
„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ვერ დაიბრუნებს მე-19 საუკუნეში აშშ-სთვის მიყიდულ ალასკას. კარგი, ასე იყოს. და ჩვენ ველოდით ალასკას დაბრუნებას ნებისმიერ დღეს. ახლა ომი გარდაუვალია“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ მიიღებს ალასკას.
ამ სიტყვებით მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ პუტინმა თითქოს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც აშშ-სთვის ალასკას მიყიდვას უკანონო უწოდა.